ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი
აკადემიური ერთეულისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2025/2026 საგაზაფხულო

ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.02.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.02.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.02.26

ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში მობილობის შესახებ იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში.

პროექტის კოორდინატორის მითითებით, აკადემიურმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 4-6 ივნისს დაგეგმილ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის” (“Agriculture for Life, Life for Agriculture”).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს საკონფერენციო ნაშრომის თეზისები. კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, ასევე, ონლაინ. მონაწილეობის საფასური, ამ შემთხვევაში, იქნება 1000 რუმინული რეი (200 ევრო).

მიმართულება: სოფლის მეურნეობა და კონფერეციის პროგრამით გათვალისწინებული მომიჯნავე ინტერ-დისციპლინარული მიმართულებები.

მოგვწერეთ