დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027 საშემოდგომო

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica – UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა, 4 თვით.

მიმართულება: ინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მოგვწერეთ