Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (Geisenheim University)
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გაიზენჰაიმი, გერმანია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი ღვინის ბიზნესის სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაცია, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 10 თვით 2026-27 აკადემიური წლისათვის ან 2 სტუდენტის მობილობა 5-5 თვით 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
მიმართულება: ღვინის ბიზნესი.