ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027 საშემოდგომო

ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური); არქიტექტურა (მაგისტრატურის საფეხური).

მოგვწერეთ