Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (XX საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის) (Lublin University of Technology – LUT)
ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 15-19 ივნისს, თანამშრომელთა XX საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილი XX საერთაშორისო კვირეულის თემატიკას ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.