Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტვენტეს უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის პირველი და 2026-27 აკადემიური წლის მეორე სემესტრები
ტვენტეს უნივერსიტეტი (University of Twente – UT) (ტვენტე, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისა სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
ტვენტეს უნივერსიტეტში Erasmus+ სტაჟირებით მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა ტვენტეს უნივერსიტეტში, 2-2 თვით, სტაჟირების მიზნით.
მიმართულებები: გამოყენებითი ფიზიკა, ფიზიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები.