უშაკის უნივერსიტეტი
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2025/2026 საგაზაფხულო

უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University– UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრითვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

უშაკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უშაკის უნივერსიტეტში 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს VII საერთაშორისო კვირეულში თანამშრომლებისთვის, რომელიც 2026 წლის 4-8 მაისს ჩატარდება უშაკის უნივერსიტეტში.

აკადემიური მიმართულება: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, არქიტექტურა და სამშენებლო, ინჟინერია, ტურიზმი.

მოგვწერეთ