Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი) (University of Zagreb – UNIZG)
ზაგრების უნივერსიტეტი (University of Zagreb – UNIZG) (ზაგრები, ხორვატიაი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრითვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.02.26
ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა.
მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.