Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (University of Zagreb – UNIZG)
ზაგრების უნივერსიტეტი (University of Zagreb – UNIZG) (ზაგრები, ხორვატიაი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26
ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის მითითებით, სასურველია ადმინისტრაციული თანამშრომლის საქმიანობა უკავშირდებოდეს აღნიშნული ERASMUS+ მობილობის პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
აკადემიური მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.