ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
აკადემიური ერთეულისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2025/2026 საგაზაფხულო

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology – RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.01.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.01.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.01.26

პრაქტიკული ინფორმაცია ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, აკადემიური მობილობა განხორციელდეს 2026 წლის 5-8 მაისს ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

მიმართულებები: საინჟინრო მიმართულებები.

მოგვწერეთ