კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – სწავლების საერთაშორისო დღეები 2026
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2026 (International Teaching Days 2026), რომელიც 2026 წლის 14-18 აპრილს იგეგმება.
შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარების ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ლექციები ჩატარდება პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულის პარალელურად. ამდენად, მიწვეულ ლექტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ღონისძიებებში.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი დაფარავს ლანჩის, ტრეინინგებისა და აქტივობების ხარჯს. მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა გადასახადები თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად უნდა დაფაროს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2025 წლის 15 სექტემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@fh-krems.ac.at.
გამარჯვებულ კონკურსანტებს ავსტრიიდან ოქტომბრის ბოლოს დაუკავშირდებიან.