ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2025/2026 საგაზაფხულო

ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი (Constantine the Philosopher University in Nitra) (ნიტრა, სლოვაკეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.02.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.02.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.02.26

ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (1 თვე) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მოგვწერეთ