შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ანკარა, თურქეთი) (Middle East Technical University - METU)
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026 საგაზაფხულო

შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ანკარა, თურქეთი) (Middle East Technical University – METU) იწყებს განაცხადების მიღება 2026 წლის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც ანკარაში გაიმართება. პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ METU-ს აკადემიურ და კულტურულ ცხოვრებას, ამასთანავე, დააგროვონ კრედიტები და გაეცნონ თურქეთის ღირსშესანიშნაობებს.

პროგრამა მოიცავს:

• კრედიტკურსები (42 სასწავლო საათი / 6 ECTS), რომლებსაც წაიკითხავენ METU-ს გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა დისციპლინაში;

• კამპუსში განთავსებას;

• საინტერესო კულტურულ და სოციალური აქტივობებს, მათ შორის ქალაქის ტურებსა და ექსკურსიებს.

• შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ თურქეთის მდიდარი ისტორია და კულტურა, შეხვდეთ მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუდენტებს.

სააპლიკაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 15 აპრილიდან 15 მაისამდე.

სტუდენტების შერჩევას სრულად განახორციელებს შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ – https://ico.metu.edu.tr/international-summer-program

საკონტაქტო ფოსტა: ico@metu.edu.tr

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ფაილი

მოგვწერეთ