21-27 საექტემბერს, ბათუმში ტარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ძეგლების დოკუმენტირებაში 3D ლაზერული სკანირებისა და ფოტოგრამეტრიის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
CIPA- ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – 3D ლაზერული სკანირება,მოდელირება და ფოტოგრამეტრია კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციაში გახსნილია და რეგისტრაცია დაიწყო.
მსურველები გაეცნობიან პრაქტიკულ, ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე დოკუმენტირებას.
პროგრამა განკუთვნილია:
- სტუდენტებისთვის;
- მკვლევრებისთვის;
- ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის;
- პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის არქიტექტურის, არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის, გეოდეზიის, გეომატიკისა და მონიტორინგის სფეროებში;
- ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო აღიარების მქონე CIPA-სექსპერტების ხელმძღვანელობით შეასრულებენ XIX საუკუნისბოლოს – XX საუკუნისდასაწყისისსაცხოვრებელიშენობის, დღევანდელი აჭარის არქიტექტორთაკავშირის სახლის, სრულყოფილ ციფრულ დოკუმენტირებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაწილეები გაეცნობიან ევროპული არქიტექტურის სტილში აშენებულ შენობას და აღმოაჩენენ ბათუმის ისტორიული ურბანული გარემოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ორგანიზატორები:
2026 წლის CIPA საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია:
- NNLE Engineering Idea
- CIPA Heritage Documentation
მხარდამჭერები:
- აჭარის არქიტექტორთა კავშირი
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- ICOMOS
- ISPRS
- CIPA-HD Emerging Professionals
- TIMM Architects Ltd