ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიკლინიკა ემსახურება სტუდენტებს, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალს.

კლინიკის სერვისები

პოლიკლინიკაში დასაქმებულია დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი, მათ შორის:

  • თერაპევტი
  • კარდიოლოგი
  • ენდოკრინოლოგი
  • სტომატოლოგი (თერაპია)
  • ფიზიოთერაპევტი
  • რადიოლოგი (ექოსკოპია)
  • ოფთალმოლოგი
  • ოტორინოლარინგოლოგი

ასევე, ფუნქციონირებს სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორია.

პოლიკლინიკაში ხელმისაწვდომია ამბულატორიული მომსახურება – კონსულტაციები და დიაგნოსტიკა; ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები და რადიოლოგიური კვლევები; გადაუდებელი დახმარება. ჩვენი პრიორიტეტია პროფილაქტიკური მედიცინის განვითარება – დაავადებათა პრევენცია და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.

ტარიფები

სტუ-ის სტუდენტებისთვის სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოა.

პროფესორ-მასწავლებლებს და ტექნიკურ პერსონალს, სურვილის შემთხვევაში, ხელფასიდან ექვითებათ 1%, რომელიც პოლიკლინიკის ანგარიშზე ირიცხება. აღნიშნული შენატანის საფუძველზე ისინი სამედიცინო მომსახურებას დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სტომატოლოგიური სერვისი).

მისამართი და სამუშაო დრო

სამედიცინო კაბინეტები განთავსებულია სტუ-ის I, VI და VIII სასწავლო კორპუსებში.

სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი, 10:00-16:00 საათი.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?