დავით გურგენიძე

რექტორი

ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში.


განათლება

1981–1983 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვ. ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე; 1983–1987 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია მოიპოვა.

1999–2001 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიიღო სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო.


სამეცნიერო ხარისხი და წოდება

დავით გურგენიძე არის მრავალი დარგობრივი აკადემიის წევრი და საპატიო დოქტორი, კერძოდ:

2005 წლიდან –  საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 2006 წლიდან – ნამდვილი წევრი;

2011–2019 წლებში – საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 2019 წლიდან – ნამდვილი წევრი; იმავე წლიდან – აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთი);

2020 წლიდან – საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერუთა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (პოლონეთი);

2021 წლიდან – უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტისა და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ასევე საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

2023 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;

2024 წლიდან – აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტისა და ლიუბლიანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

2025 წლიდან – საქართველოს ფაზისის აკადემიის წევრი.


სამუშაო გამოცდილება

დავით გურგენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ განხორციელებულ მსხვილ ენერგეტიკულ და სამრეწველო პროექტებს – ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული და თბოელექტროსადგურების მშენებლობა – რეკონსტრუქციას, მათი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების მონიტორინგს.

  • 2024 წელი – CERN-ის CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი;
  • 2023 წელიდან – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი;
  • 2023 წელი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი;
  • 2023 წელი – საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე;
  • 2022 წლიდან,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის N 02/30 ბრძანებით – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ასოცირებული წევრი;
  • 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2021-2022 წწ., საქართველოს პრეზიდენტის N 01/10/01 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი;
  • 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
  • 2020 წლიდან აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
  • 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
  • 2017-2020 წწ. – სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი;
  • 2017-2018 წწ. – სტუ-ის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიდროინჟინერიის“ – ხელმძღვანელი;
  • 2015-2017 წწ. – სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2013-2015 წწ. – სტუ-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
  • 2013 წლიდან, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი;
  • 2012-2013 წწ. – სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი;
  • 2006-2007 წწ. – სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი;
  • 2005-2011 წწ. – საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი;
  • 2002-2005 წწ. – სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერი-თანამშრომელი;
  • 2001-2004 წწ. – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
  • 2001-2003 წწ. – სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე;
  • 1998-2001 წწ.  სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი “TEMPUS TACIS”-ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი;
  • 1997-2001 წწ. – სს “მერკური-92”, გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი);
  • 1997-1998 წწ. – სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე;
  • 1994-1996 წწ. – თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერი-თანამშრომელი (სახელშეკრულებო თემა) (ქ. მოსკოვი);
  • 1994-1996 წწ. – სს “ზოდიაქო და კ” კონცერნის თავმჯდომარე (ქ. მოსკოვი);
  • 1993-1997 წწ. Ltd D.I.V.A. გამგეობის თავმჯდომარე (ქ. ვენა, ავსტრია);
  • 1992-1994 წწ. – სს “ზოდიაქოს” პრეზიდენტი (ქ. მოსკოვი);
  • 1990-1993 წწ. – სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “კომპლექსის” გენერალური დირექტორის მოადგილე (ქ. თბილისი);
  • 1986-1989 წწ. – სპი-ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი-ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე;
  • 1983-1987 წწ. ენგურჰესის მშენებლობა, სამშენებლო რაზმების მეთაური
  • 1980-1980 წწ. – ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინატის მუშა.

გამოგონებები

Патент на изобретение. Корреляционный анализатор, 2003г. №2200273 Соавторы: Суворов А.Л., Быков Ю.П., Климиашвили Л.Д.;

პატენტი გამოგონებაზე. კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობა. 2022 წ. პატენტის ნომერი P 2022 7361. თანაავტორები: დ. გურგენიძე, ლ. კლიმიაშვილი, გ. ომსარაშვილი.


გამოცემები

აკადემიკოს დავით გურგენიძე არის მრავალი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, აგრეთვე სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის შემდგენელი. მისი წიგნები გამოცემულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ხოლო სამეცნიერო სტატიები შეტანილია ისეთ პრესტიჟულ ბაზებში, როგორიცაა Scopus და Web of Science.

დავიით გურგენიძე ორი საერთაშორისო პატენტის თანაავტორია.


ჯილდოები, პრემიები

დავით გურგენიძის მოღვაწეობა აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მიღებული აქვს:  ღირსების ორდენი (1999), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი „ოქროს ფრთა“ (2007), საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება (2019), ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი „დამსახურება ლიეტუვისთვის“ – რაინდის ჯვრი (2022), დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედალია და დიპლომი (იტალია, 2023). იმავე წელს დაჯილდოვდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ბრინჯაოს მედლითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.

აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობაც – 2023 წლიდან არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი. იგი აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდობის პროფესიულ განვითარებას, განათლების და საქველმოქმედო ინიციატივებს.


აფილირება
  • Georgian Technical University
კვლევები
მოგვწერეთ