კარლო კოპალიანი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჭალისთავში (ცაგერის რაიონი),  1959 წლის 14 აგვისტოს.

 


განათლება

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი.  სამდინარო და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობაზე.

1988 წელს გაიარა სწავლება ვოლგა-ვიატკის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში.


სამეცნიერო ხარისხი და წოდება

სოციალური მეცნიერებების დოქტორი,  ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, პროფესორი.


სამუშაო გამოცდილება

პროფესორ კოპალიანს გააჩნია საქართველოს სახელმწიფო მართვისა და თვითმმართველობის ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება:

არჩეული იყო დეპუტატად საქართველოს VII, VIII, IX მოწვევის პარლამენტში (2008–2020 წლებში);

2002–2008 წლებში იკავებდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა და ქვედა ცაგერის თემის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის – იყო ცაგერის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილე და ლეჩხუმის აღორძინების ფონდის თავმჯდომარის მოადგილე.

პროფესორ კოპალიანს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ენერგეტიკული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მონაწილეობდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის — ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა ცაგერის რაიონის ავტოსაგზაო ქსელის მოდერნიზაციისა და განვითარების პროექტებს.

2020 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), რომლის ფუნქციებშიც შედის უნივერსიტეტის ფინანსურ-ეკონომიკურ მართვის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა.


მოგვწერეთ