თამარ წერეთელი

ვიცე-რექტორი

ბიოგრაფია

დაიბადა  1975 წლის 14 აპრილს.


განათლება

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც 1992–1996 წლებში დაეუფლა ეკონომისტის კვალიფიკაციას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1999 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2014 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით.

 


სამეცნიერო ხარისხი და წოდება

ენერგეტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი


სამუშაო გამოცდილება

2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტის სტატუსით, ხოლო ამჟამად არის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფსა და დეპარტამენტს. 2024 წლის 19 მარტიდან იკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თანამდებობას.

თამარ წერეთელს გამოქვეყნებული აქვს ორი სახელმძღვანელო და 15 სამეცნიერო სტატია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ენერგეტიკის თანამედროვე გამოწვევებს, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმებს.

პროფესორი თამარ წერეთელი მონაწილეობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და აკადემიური პროცესების განვითარებაში, ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების პროცესებს. მისი საქმიანობა მიმართულია უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ.


ჯილდოები, პრემიები

2025-04-03 – ABET Symposium

2024-10-16 – MODERN CHALLENGES AND ACHIEVEMENTS IN INFORMATION ANDCOMMUNICATION TECHNOLOGIES

2024-06-12 – ENVIRONMENTAL PROTEVTION AND SUSTAINABLE DEVELOPMENT ISDEDICATED

2024-05-28 – International Conference on Hands-on Science

2024-04-04 – ABET Symposium

2023-07-17 – MANAGEMENT OF THE INVESTMENT PROCESS IN THE ENERGY SECTOR”.

2023-04-27 – PROGRESSIVE RESEARCH IN THE MODERN WORLD

2022-07-17 – “INVESTMENTS, INVESTMENT POLICY AND INVESTMENT ENVIRONMENT”

2019-03-26 – European Innovative Tecnologies of Water Supply and WasteWater Disposal inSouthern Sausasus

2016-06-06 – მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია”

2014-10-17 – მეორე სამეცნიერო კონფერენცია “ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ.


მოგვწერეთ