Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)


რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.2026

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.2026

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.2026

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 12-16 ოქტომბერს რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში. კანდიდატს აუცილებლად მოეთხოვება ერაზმუს+ და სხვა ევროკავშირის ფარგლებში მობილობის პროგრამებზე და ინსტიუტუციური განვითარების პროექტებზე, აკრედიტაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

მობილობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


მსგავსი

Placeholder
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?