Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელთა აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2024 წლის 25-29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი). იხილეთ პროფ. ნინო ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:

4

ESN-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

2024 წლის 15 აპრილს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „ერასმუსის სტუდენტურ ქსელ საქართველოს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი ესწრებოდნენ. 

4

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი – აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (Capital Normal University) (პეკინი, ჩინეთი) ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების პროგრამას, ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის - აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

4

ADA უნივერსიტეტი – სასტიპენდიო პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2024/25 სასწავლო წელი

ADA უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი) „სუამის“ წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის მართვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და არქიტექტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინჟინერია, 2024/25 სასწავლო წლისათვის.

4

ევროპის კოლეჯი ნატოლინში – სასტიპენდიო პროგრამა ევროპის პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

ევროპის კოლეჯი ნატოლინში (College of Europe in Natolin) (ნატოლინი, პოლონეთი) აცხადებს 8 თვიან, სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპის პოლიტიკით.

3

Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XX საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეოცე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 29 აპრილს, 11:00 საათზე.

4
მოგვწერეთ