საერთაშორისო სიახლეები
DAAD – საკონკურსო ვადების ცვლილება
DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტზე გამოცხადებული კონკურსისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადამ მიმდინარე წლის 16 აპრილამდე გადაიწია, ხოლო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 18 აპრილს.
რომის საპიენცის უნივერსიტეტი – საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის 2024
2024 წლის 14-18 ოქტომბერს რომის საპიენცის უნივერსიტეტის სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და არაევროპულ ქვეყნებში მობილობის ოფისი პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს იწვევს საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XVIII საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთვრამეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 15 აპრილს, 14:00 საათზე.
Erasmus+ – ტესტირების ვადის ცვლილება
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, ტესტირება უცხოურ ენებში ჩატარდება 2024 წლის 18 აპრილს (10 აპრილის ნაცვლად).
შეხვედრა ერაზმუსის სტუდენტთა ქსელის წარმომადგენლებთან
ორშაბათს, 15 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაიმართება შეხვედრა ერასმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN) წარმომადგენლებთან.