საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 24 იანვარია, გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება მიმდინარე...
ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი – ეგერის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026
ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი (Eszterházy Károly Catholic University) (ეგერი, უნგრეთი) აცხადებს მიღებას საზაფხულო უნივერსიტეტის ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებიც გაიმართება 2026 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნგრეთის ისტორიულ ქალაქ ეგერში.
ღია კარის დღე მასარიკის უნივერსიტეტში
მასარიკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (Masaryk University, Faculty of Arts) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს ვირტუალურ ღია კარის დღეზე იწვევს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (University of South Bohemia in České Budějovice) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University- UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
II და III კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 26 იანვარს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო მესამე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება სამშაბათს, 27 იანვარს, 11:00 საათზე.