საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენელთა ადმინისტრაციული მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (საერთაშორისო კვირეული)
2023 წლის 23-27 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფ. თამარ ხოხობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ აფიონის კოჩატეპეს უნივესიტეტში (Afyon Kocatepe University - AKU) (აფიონკარაჰისარი, თურქეთი), სადაც მონაწილეობა მიიღეს თანამშრომელთა ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
III კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მესამე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 10 თებერვალს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 11 თებერვალს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.