საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც.პროფ. ნინო თოფურიას აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნინო თოფურია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტ. ალექსანდრე ლაბაძის აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტენტი ალექსანდრე ლაბაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
XII კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთორმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე.
Alfa BK უნივერსიტეტი – მრგვალი მაგიდა “მწვანე ეკონომიკა”
2025 წლის 6 მარტს Alfa BK უნივერსიტეტი (Alfa BK University) (ახალი ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს მრგვალ მაგიდას „მწვანე ეკონომიკა“. მრგვალი მაგიდა U-01/2023 პროექტის - “მწვანე ეკონომიკა ციფრულ ერაში” - ფარგლებში იგეგმება.
Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს შერეულ ინტენსიურ პროგრამაზე (Blended Intensive Programme - BIP) 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურს უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.