საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ და სხვა გაცვლით პროექტებში მონაწილეთა სტატისტიკა
Erasmus+ სტატისტიკა თანამშრომლებისთვის - 2024/2025 წლის საგაზაფხულო სემესტრში გამოცხადებულ Erasmus+ მობილობის პროგრამის კონკურსის ფარგლებში ევროპულ კოორდინატორ უნივერსიტეტებში ნომინირებული იქნა 29 თანამშრომელი, მათ შორის, 12 ადმინისტრაციული და 17 აკადემიური თანამშრომელი.
Erasmus+ – საერთაშორისო კვირეული სტუ-ში (27-31 მაისი, 2024)
2024 წლის 27-31 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით სტუ-ს სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან.- პოლონეთი: ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Lublin University of Technology – LUT) პროექტის კოორდინატორები იულია ბოიკო (Yuliia Boiko) და იულია იასკლევიჩი (Julija Jasklewicz); ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Technical University of Lodz – TUL) პროექტის კოორდინატორები ასოც. პროფ. ოლექსანდრ შტიკა (Oleksandr Shtyka) და პროფ. ტომაშ მინიეცკი (Tomasz Maniecki); ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Bialystok University of Technology – BUT) ასისტ. პროფ. ლუკაშ ნაზარკო (Łukasz Nazarko); ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (University of Applied Sciences in Nysa) პროფ. პიოტრ ოპალკა (Piotr Grzegorz Opałka); ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (Wrocław University of Sciences and Technology - WUST) პროფ. ლუკაშ ბედნარჟი (Łukasz Bednarz); ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) ასისტ. პროფ. ანჯეი ძიერვა (Andrzej Dzierwa) და ასისტ. პროფ. ბარტოშ პიატეკი (Bartosz Piątek).- ბულგარეთი: რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტიდან (University of Ruse “Angel Kanchev”) პროფესორები გალინა დაშკალოვა (Galina Daskalova), პლამენ ივანოვ დაშკალოვი (Plamen Ivanov Daskalov) და იულიანა პოპოვა (Juliana Popova).- თურქეთი: სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტიდან (Sivas Cumhuriyet University) ასისტ. პროფ. საიდე სელინ ერაი (Saide Selin ERAY) და ლექტორი სემა ბალჩიკი (Sema BALÇIK).
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტის, თ. ჯიბლაძის მობილობა სტაჟირების მიზნით პალერმოს უნივერსიტეტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ჯიბლაძე სტაჟირების მიზნით Erasmus+ მობილობით იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორ პალერმოს უნივერსიტეტში (Unievsrity of Palermo - UniPa) (პალერმო, იტალია), 2023/24 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრში. იხილეთ თამარ ჯიბლაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი – USBED IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით
2024 წლის 1-2 ნოემბერს გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი (Istanbul Topkapı University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც.პროფ. ნ. აბზიანიძის აკადემიური მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2024 წლის 10-14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც.პროფ.ნიკოლოზ აბზიანიძე აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი). იხილეთ ასოც.პროფ.ნიკოლოზ აბზიანიძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემია – იონას პრანას ალექსას მე-17 საერთაშორისო ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია “სახელმწიფოს როლის განვითარება XXI საუკუნეში: ნაციონალური და საერთაშორისო კონტექსტი”
2024 წლის 27 სექტემბერს ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემია (Šiauliai Academy of Vilnius University) (შიაულიაი, ლიეტუვა) უმასპინძლებს იონას პრანას ალექსას მე-17 საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციას “სახელმწიფოს როლის განვითარება XXI საუკუნეში: ნაციონალური და საერთაშორისო კონტექსტი”.