სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები

სამეცნიერო ღონისძიებები

კვლევითი პროექტები

სტუდენტური კვლევა

ფონდები

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ქსელი აერთიანებს 15 დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის, რომლებიც ახორციელებენ ფუნდამენტალურ და ინოვაციურ კვლევებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

ვრცლად

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები

სტუ-ის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს – ინჟინერია, ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ინოვაციები. მათი მეცნიერები მუშაობენ ახალი ცოდნისა და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნაზე, რაც აუცილებელია ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებისთვის.

ვრცლად

სამეცნიერო ღონისძიებები

სტუ-ის სამეცნიერო ღონისძიებები — კონფერენციები, სემინარები, სიმპოზიუმები და სტუდენტურ ფორუმები, სადაც მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, ხელს უწყობს ინოვაციური იდეების პოპულარიზებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებას.

ვრცლად

კვლევითი პროექტები

სტუ-ის კვლევით პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს, პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები ერთობლივად მუშაობენ თანამედროვე გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ანალიზზე, შედეგად კი - ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე. ეს ხელს უწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას, ასევე უნივერსიტეტის ჩართულობას საერთაშორისო კვლევით ქსელებში.

ვრცლად

სტუდენტური კვლევა

სტუდენტური კვლევების მიზანია, თეორიული სწავლების პარალელურად, ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიცემა კვლევით საქმიანობაში, საინტერესო პროექტებსა და ექსპერიმენტებში ჩართვით.

ვრცლად

ფონდები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდები უზრუნველყოფენ კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ფინანსურ მხარდაჭრას, რითიც ხელს უწყობენ სტუდენტებისა და მკვლევრების ინოვაციური იდეების განხორციელებას და სტუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვრცლად

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ფუნქციაა უნივერსიტეტის მკვლევრებისა და სტუდენტების მხარდაჭერა პროექტების დაგეგმვის, დაფინანსების მოძიების და საგრანტო განაცხადების მომზადების პროცესში. ამით ხელს უწყობს ინოვაციური პროექტების რეალიზებას, კვლევითი საქმიანობის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვრცლად
მოგვწერეთ