რას საქმიანობს გრანტების ოფისი?

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი მთავარ როლს ასრულებს ფაკულტეტის საგრანტო საქმიანობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებასა და განხორციელებაში.

ჩვენ ვეხმარებით ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებს

  • მოიპოვონ დაფინანსების შესაძლებლობები
  • შეიმუშაონ საგრანტო წინადადებები უნივერსიტეტის მასშტაბით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სამეცნიერო კვლევების განვითარებას;
  • კოორდინირებას ვუწევთ დაფინანსებული პროექტების მართვის პროცესს;
  • ვოპერირებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების ბაზაზე არსებული ინტელექტუალური, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული რესურსების მეშვეობით.

ჩვენთან არსებული სერვისები

  • პირველადი პასუხისმგებლობები/კონსულტაციები პროფესორ-მასწავლებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან, რათა მარტივად შეძლონ საგრანტო წინადადების შემუშავება;
  • საგრანტო პროექტისთვის წინადადების შემუშავება, რედაქტირება;
  • საგრანტო პროექტის წინადადების განხილვისა და შეფასების მონიტორინგი.

ჩვენი მიმართულებები

  • დონორების იდენტიფიცირება;
  • დაფინანსებული პროექტების მართვა და ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება კონკურსების გამოცხადებისას;
  • კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებისა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელშეწყობა სამეცნიერო პროექტებში ჩასართავად;
  • სტარტაპ პროექტების ხელშეწყობა და განვითარება.

საინფორმაციო დღეები ჩვენთან

  • ეფექტიანი თანამშრომლობისთვის ჩვენთან ხშირად ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები;
  • აქტიურად ვმონაწილეობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში.

კონტაქტი

ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი

გიორგი მიქიაშვილი

giorgi.mikiashvili@gtu.ge
ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე

ნინო ახობაძე

n.akhobadze@gtu.ge
პროექტების მენეჯერი

ია კოკორაშვილი

i.kokorashvili@gtu.ge
პროექტების მენეჯერი

ანი ლეკვეიშვილი

lekveishvili.ana@gtu.ge
პროექტების მენეჯერი

ედუარდ დემეტრაშვილი

e.demetrashvili@gtu.ge
მოგვწერეთ