სტუ-ის ქიმიისა და სურსათის ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო-კვლევით სივრცეს, სადაც სტუდენტები ასრულებენ ლაბორატორიულ სამუშაოებს სასწავლო პროცესის ფარგლებში და ეცნობიან ქიმიური და სურსათის კვლევის ძირითად მეთოდებს. ლაბორატორიაში ასევე მიმდინარეობს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევები, ხოლო მაგისტრები და დოქტორანტები მუშაობენ სადისერტაციო თემებთან დაკავშირებულ კვლევებზე.