ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორიაში სრულდება ძირითადად შემდეგი ამოცანები:
- გაზის კომპეტენტური შემადგენლობის განსაზღვრა ქრომოტოგრაფიული მეთო-დით (ორგანული და არაორგანული ნაწილი);
- ბუნებრივი გაზის მაღალი და დაბალი წვის სითბოს (თბოუნარიანობის, კალორიულობის) განსაზღვრა დათვლის მეთოდით, ნორმალური და სტანდარტული პირობებისათვის;
- ბუნებრივი გაზის სიმკვრივის განსაზღვრა პიკნომეტრული მეთოდით;
- ბუნებრივი გაზის სიმკვრივის განსაზღვრა დათვლის მეთოდით ნორმალური და სტანდარტული პირობებისათვის;
- ბუნებრივი გაზის ფარდობითი სიმკვრივის განსაზღვრა დათვლის მეთოდით ნორმალური და სტანდარტული პირობებისათვის;
- ვობეს რიცხვის მაღალი და დაბალი მნიშვნელობის განსაზღვრა ნორმალური და სტანდარტული პირობებისათვის;
- გოგირდწყალბადის განსაზღვრა ბუნებრივ გაზში;
- მერკაპტანული გოგირდის განსაზღვრა ბუნებრივ გაზში;
- სუნის ინტენსივობის განსაზღვრა ბუნებრივ გაზში;
- მექანიკური მინარევების განსაზღვრა ბუნებრივ გაზში.
ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება სასწავლო დისციპლინის შესაბამისად. ლაბორატორია ემსახურება სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებსა და დოქტორანტებს.