საბურღი ხსნარების ლაბორატორიაში შესაძლებელია სტუდენტებისათვის თიხის ხსნარის მომზადების პროცესის ჩვენება, ასევე ხსნარის ქიმიურ დამუშავებამდე მისი მახასიათებელი პარამეტრების გაზომვა, ეს პარამეტრებია: ხვ. წონა, პირობითი და დინამიკური სიბლანტე, საბურღი ხსნარის ძვრის სტატიკური ძაბვა, ფილტრაცია, წყალბად იონების კონცენტრაცია, ქვი-შის შემცველობის გაზომვა, ხოლო ამის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმავე პარამეტრების გაზომვას თიხის ხსნარის ქიმიური რეაგენტებით და დამამძიმებლით დამუშავების შემდეგ, რაც საბურღი ხსნარის მახასიათებელ პარამეტრებზე აისახება.

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიის საფუძვლების შესწავლის დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბურღი ხსნარების გამოყენების და მისი დამუშავების საკითხების ფართოდ გაშუქებას და სწავლებას, მაგრამ ამ საკითხების საფუძვლიანად შესწავლა შეუძლებელია ლაბორატორიული თვალსაჩინოებებისა და აქტივობების გამოყენების გარეშე. სტუდენტები ლაბორატორიული სამუშაოების დროს ეცნობიან თითოეულ პარამეტრის გაზომვის მეთოდიკას და უშუალოდ საზომ ხელსაწყოებზე ზომავენ ამ პარამეტრებს, რაც სრულ წარმოდგენას უქმნის სტუდენტებს საბურღი ხსნარის ქიმიური დამუშავების შემდეგ ხსნარის ხარისხის რეგულირების შესაძლებლობებზე.

მოგვწერეთ