საკვლევი ობიექტების იდენტიფიკაციის ფიზიკურ-მათემატიკური მოდელირების ლაბორატორია, ისევე როგორც სტუ-ის ნებისმიერი სასწავლო-საკვლევი ლაბორატორია, განკუთვნილია განვლილი თეორიული მასალის უკეთ ათვისებასა და ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად გარკვევაში.
ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება რეალური, რეალურ-ვირტუალური და ვირტუალური ფორმით.