ლაბორატორია, აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევისათვის, აღჭურვილია ყველა აუცილებელი მანქანა-დანადგარებით, რომლებიც მუშა მდგომარეობაშია. ლაბორატორიაში, სასწავლო მეცადინეობისათვის და კვლევითი სამუშაოებისათვის საჭირო ნედლეულის მიწოდება ხორციელდება იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად დამსაქმებლებს ჩვენი კუსდამთავრებულებისათვის.
ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მომზადდეს სამთო დარგის მაღალკვალფიცირებული სპეციალისტები მყარი წიაღისეულის გამდიდრების მიმართულებით.
ლაბორატორიის აღნიშნული განყოფილება, რომელიც შეიქმნა ფაკულტეტის დაარსების დღიდან, ემსახურება „სამთო და გეოინჟინერიის“, „გეოლოგიის“, „შრომის უსაფრთხოების“, “საინჟინრო გეოდეზიის” საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. აქ ტარდება ლაბორატორიული სამუშაოები შემდეგი სასწავლო კურსებისათვის: წიაღისეულის გამდიდრების საფუძვლები; წიაღისეულთა გამდიდრების მოსამზადებელი პროცესები; გამდიდრების გრავიტაციული მეთოდები; გამდიდრების მაგნიტური და ელექტრული მეთოდები; გამდიდრების ფლოტაციური მეთოდები, გამდიდრების სპეციალური და კომბინირებული მეთოდები, გამდიდრების პროცესების დასინჯვა-კონტროლი.