საშლიფე სახელოსნო დაარსდა 1955 წელს და განახლდა 2023 წლის ოქტომბერში.

ქანების, მადნებისა და მინერალების ლაბორატორიული კვლევისათვის აუცილებელი შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი სახელოსნო-ლაბორატორია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აღჭურვილია ევროპული სტანდარტის შესაბამისი Metkom Geoform 102, Metkon Forcipol დანადგარებით.

კარლსრუეს ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიისთვის აღჭურვილობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2023 წელს, DAAD-ის პროექტის – „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში“ – ფარგლებში გადმოეცა.

შლიფებისა და ანშლიფების ლაბორატორიას ემსახურებიან კარლსრუეს ტექნოლოგიურმა ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტები.

მოგვწერეთ