შრომის უსაფრთხოება პერსპექტიული და მოთხოვნადი პროფესიაა. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის N 304-ე დეპარტამენტში წარმოებს კვალიფიციური კადრების მომზადება უმაღლესი განათლების აკადემიური პროგრამებით. არსებული საგანმანათლებლო  პროგრამების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესა­ბამისად  კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, სამუშაო ადგილების უსაფ­რ­თ­ხო ორგანიზება და დაგეგმვა,  შრომის პირობების გაუმჯობესება, შრომის პროცესში წარმო­ქმნილი საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების მართვა.

დეპარტამენტში არსებობს  აუცილებელი ხელსაწყოებითა და მოწყობილობა-დანადგა­რებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორ­ციელე­ბი­სთვის საჭირო აპარატურა, თანამედროვე საპროექციო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები, პროფესორ ვახტანგ კაშიბაძის სახელობის ხანძარ­საწინაღდო ტექნიკის კაბინეტი.

ხანძარსაწინაღო ტექნიკის კაბინეტში წარმოდგენილია ხანძრის ავტომატური ქრობის სტენდები, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო აპარატურა, თანამედროვე საპროექციო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით.

მოგვწერეთ