ლაბორატორიაში ტარდება ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები,
კერძოდ:
- საბაკალავრო საფეხურზე — ინსტრუმენტმცოდნეობა A; ინსტრუმენტმცოდნეობა B; თანამედროვე გეოდეზიური სისტემები A; თანამედროვე გეოდეზიური სისტემები B; საინჟინრო გეოდეზია 2; გამოყენებითი გეოდეზია 1; უმაღლესი გეოდეზია; მარკშეიდერია; გამოყენებითი გეოდეზია 2.
- სამაგისტრო საფეხურზე — დამაკავშირებელი აგეგმვები; გეოდეზიურ განაზომებში მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები.
- სადოქტორო საფეხურის — კვლევის მეთოდები საინჟინრო გეოდეზიაში; მარკშეიდერული სამუშაოები წიაღისეულის მოპოვებისას; გეოდეზიური განაზომების მათემატიკური დამუშავების თეორია; ჰიდროტექნიკური ნაგებობების კვლევა გეოდეზიური მეთოდებით.
ლაბორატორიაში მოწყობილია სპეციალური ტუმბოები (დამოუკიდებლად შენობის საძირკველიდან), რომლებიც განკუთვნილია გეოდეზიური ინსტრუმენტების გამოსაკვლევად, შემოწმება-შესწორების და სხვადასხვა გეოდეზიური გაზომვის ჩასატარებლად. აგრეთვე, ლაბორატორიაში დამონტაჟებულია ოპტიკური ხელსაწყო ჭოგრის გამადიდებლობის კვლევის, თარაზოს საფასურის დასადგენი და დანაყოფიანი ლარტყის (მათ შორის, ინვარის) საფასურის დასადგენი სტენდები.