ამფეთქებელი

Placeholder
მოკლევადიანი
სწავლების ენა:
ქართული

პროფესიული მომზადების პროგრამა

პროგრამის დონე – III

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში -13

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა – 35 სთ.

პროგრამაზე ჩარიცხვის ფორმა – დახურული, პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვა განხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები – საბაზო განათლება, ასაკი – 18 წელი

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება – პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

პროგრამაზე ჩარიცხვის გამოცხადება – პროგრამაზე სწავლის მსურველი უნდა დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს, რათა გაარკვიოს როდის გამოცხადდება აპლიკანტთა რეგისტრაცია

პროგრამის მიზნები – კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება სამთო საწარმოებისათვის, სატრანსპორტო გვირაბების, მათ შორის, მეტროპოლიტენის, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების მშენებლობის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისათვის.

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)

  1. ფეთქებადი ნივთიერებების შერჩევა;
  2. ელექტრული და არაელექტრული ასაფეთქებელი საშუალებების შერჩევა;
  3. ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი საშუალებების მიღება, ტრანსპორტირება – დასაწყობება, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ცეცხლური და ელექტროაფეთქებისათვის;
  4. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სადეტონაციო ზონარით და ნონელის ტალღაგამტარით მონტაჟისათვის, ასაფეთქებელი გარემოს შემოწმება, დამრტყმელი ვაზნების დამზადება;
  5. უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტის ასაფეთქებლად მომზადება, ელექტრული აფეთქების ქსელის მონტაჟი;
  6. სადეტონაციო ზონარით და ნონელის ტალღაგამტარებით აფეთქების ქსელის მონტაჟი, ცეცხლგამტარი ზონარის ცალკეულ ბოლოების მონტაჟი მოსაკიდებელ ვაზნაში;
  7. აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება (ღია სანგრევებზე, მიწისქვეშა სანგრევებში, გაზისა და მტვრის მხრივ საშიშ შახტებში);
  8. შესრულებული აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი, საჭიროების მიხედვით პირველადი დახმარების აღმოჩენა;
  9. ოპტიმალური შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სამუშაო გარემოს ორგანიზება;
  10. მიღწეული სწავლის შედეგების გამოყენებით ზედამხედველობის ქვეშ პროფესიული ამოცანების შესრულება, შესრულებული სამუშაოს ჩაბარება.

მსმენელთა ცოდნის შეფასება – შეფასება განხორციელდება პროგრამის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

დასაქმების შესაძლებლობები – კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს სამთო საწარმოებში, სატრანსპორტო გვირაბების, მათ შორის, მეტროპოლიტენის, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების მშენებლობაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობაზე, ანუ იქ სადაც აფეთქებიტი სამუსაოები ხორციელდება.

პროგრამა ხორციელდება – სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე

პროგრამისხელმძღვანელი – დავით კუპატაძე

საკონტაქტო პირები – დავით კუპატაძე (ტელ. 593971788)

მიღება

კონტაქტი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?