მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურება

Placeholder
მოკლევადიანი
სწავლების ენა:
ქართული

პროფესიული გადამზადების პროგრამა

პროგრამის დონე – IV

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში – 8

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა – 20 სთ.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები – სამუშაო გამოცდილება ნებისმიერ ტექნიკურ სფეროში ან სამაცივრო სისტემების მომსახურებაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება

პროგრამაზე ჩარიცხვის გამოცხადება – პროგრამაზე სწავლის მსურველი უნდა დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს, რათა გაარკვიოს როდის გამოცხადდება აპლიკანტთა რეგისტრაცია.

პროგრამის მიზნები – სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისათვის, კვალიფიციური კადრის გადამზადება, რომელსაც ეცოდინება სექტორის მავნე ზეგავლენა გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების მეთოდები. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლებათ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მონტაჟი, გაშვება-გამართვა, მომსახურება, დემონტაჟი და მაცივარაგენტის შეგროვება მოწყობილობიდან სექტორში არსებული ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)

  1. სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის გარემოზე ზეგავლენის და სექტორის შესახებ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს აღწერა;
  2. ხელოვნური სიცივის მიღების პრინციპის აღწერა;
  3. სამაცივრო სისტემის მონტაჟი, მომსახურება და დემონტაჟი;
  4. მაცივარაგენტის ნარჩენთან მოპყრობა და სამაცივრო სისტემის გადაყვანა ალტერნატიულ მაცივარაგენტზე;
  5. სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება.

მსმენელთა ცოდნის შეფასება – შეფასება განხორციელდება პროგრამის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

დასაქმების შესაძლებლობები – კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. მას შეეძლება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა საგამოცდო ტესტირების“ ჩაბარება და შემდგომ შეეძლება დასაქმდეს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების და თბური ტუმბოების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტად.

პროგრამა ხორციელდება – სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის

ფაკულტეტზე

პროგრამის ხელმძღვანელი – გივი გოლეთიანი

საკონტაქტო პირები – გივი გოლეთიანი (ტელ. 599543045)

ლიკა ჟავარენკო (ტელ. 555195902)

მიღება

კონტაქტი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?