შენობების ენერგოაუდიტი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
პროგრამის დონე – V
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში – 13
კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა – 8 სთ.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები –
- უმაღლესი პროფესიული განათლება შემდეგ სფეროში – ინჟინერია და საინჟინრო საქმე (071); წარმოება და გადამუშავება (072); არქიტექტურა და მშენებლობა (073) და შესაბამისი პროფილით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 3 წელი;
- უმაღლესი განათლება შემდეგ სფეროში – ინჟინერია და საინჟინრო საქმე (071); წარმოება და გადამუშავება (072); არქიტექტურა და მშენებლობა (073) და შესაბამისი პროფილით მუშაობის გამოცდილება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 2 წელი; მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში – არანაკლებ 1 წელი;
- უმაღლესი განათლება სხვა სფეროში და შესაბამისი პროფილით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი;
- სხვა შემთხვევაში თუ მას გააჩნია შესაბამისი პროფილით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 7 წელი.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
პროგრამაზე ჩარიცხვის გამოცხადება – პროგრამაზე სწავლის მსურველი უნდა დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს, რათა გაარკვიოს როდის გამოცხადდება აპლიკანტთა რეგისტრაცია.
პროგრამის მიზნები – შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მომზადება, რომელიც იცნობს ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შრომის უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, შენობების სექტორში ენერგოაუდიტის ჩატარებისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდებს, შენობების ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების ინსტრუმენტებს; მას შეუძლია შენობებში ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება, შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, შენობის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება, შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)
- ენერგოეფექტურობისა და ენერგოაუდიტის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა;
- შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება;
- შენობების სექტორში ენერგოაუდიტის ჩატარებისა და ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება;
- შენობებში ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება;
- შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, შენობის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება:
- შენობების ენერგოაუდიტის შედეგების დამუშავების ინსტრუმენტები;
- შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განხორციელება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა.
მსმენელთა ცოდნა შეფასება – შეფასება განხორციელდება პროგრამის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.
დასაქმების შესაძლებლობები – პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული გადამზადების სერტიფიკატი. ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ ექსპერტებად და აწარმოონ პროფესიული საქმიანობა სერტიფიკაციის აკრედიტირებულ ორგანოში სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
პროგრამა ხორციელდება – ენერგეტიკის ფაკულტეტზე
პროგრამის ხელმძღვანელი – ნათია არაბიძე
საკონტაქტო პირი – ნათია არაბიძე (ტელ. 599438151)