„მოტივაციის გაძლიერება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად?! – გმირის მოგზაურობა“ – ტრენინგი სტუ-ში
24 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი გიწვევთ ტრენინგზე, რომელიც ეძღვნება პიროვნული და პროფესიული განვითარების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. ღონისძიებას ტრენერი, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი წაუძღვება.
პროგრამა აგებულია „გმირის მოგზაურობის“ კონცეფციაზე და მიზნად ისახავს, რათა მონაწილეებმა გაიაზრონ განვითარების გზა, გააცნობიერონ შიდა ბარიერები და აითვისონ პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორც პროფესიული თვითრეფლექსიისა და მენტორულ – პედაგოგიური კომპეტენციების განვითარების ინსტრუმენტი.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მოტივაციისა და ყურადღების მართვა;
- შიშებისა და შემზღუდავი წარმოდგენების გაცნობიერება;
- განვითარების ეტაპების ამოცნობა;
- ეფექტური კითხვების გამოყენება პედაგოგიკაში, მენტორინგ-ტუტორინგსა და თვითგანვითარებაში.
(ინფორმაცია აუდიტორიის შესახებ დაზუსტდება მოგვიანებით და წინასწარ გეცნობებათ).
დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს (როგორც აკადემიურ პერსონალს, პედაგოგებს, ტუტორებსა და მენტორებს, ასევე, სტუდენტებს).
ტრენინგზე დასასწრებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...