მუზეუმის ექსპონატებში არის საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები.

მუზეუმში დაცულია საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები. მუზეუმი შედგება ორი დარბაზისგან: პირველი დარბაზში განთავსებულია მაგმური, პეგმატიტური, გრეიზენული, სკარნული და ჰიდროთერმული პროცესებისათვის დამახასიათებელი ქანების, მადნებისა და მინერალების ეტალონური ნიმუშები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მეორე დარბაზში განთავსებულია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს თვალსაჩინო მაკეტები.

მუზეუმი თავისი ნიმუშებით საქართველოში უნიკალურია.

მოგვწერეთ