ინკლუზიური განათლების ცენტრი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში, რომლის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.
შშმ და სსსმ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტი ჩაირიცხება სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.