ფაბლაბი
ფაბლაბი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინოვაციების ლაბორატორიაა, სადაც სტუდენტები შეუძლიათ საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარება.
ლაბორატორია არის საშუალება ახალგაზრდა გამომგონებლებისა და მეწარმეებისთვის, უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობით შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის საწყისი პროტოტიპები და ისინი ელექტრონული ვერსიიდან გამშვები დანადგარების ექსპორტამდე მიიყვანონ.
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით. სტუდენტებს აქვთ პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომა და საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებში.