ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა, კვლევებით შესაძლებელი გახდეს სუფთა პროდუქტის მიღება. კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები წარმოადგენენ ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებს, შესაძლებელია მათი მიწოდება ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების განვითარებას საქართველოში. ფიტოგენეტიკური რესურსის ( სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებავი, სანელებელი, შხამიანი) და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება გლობალური კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით აქტუალურია, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამავე დროს მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია მცირემიწიანი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მქონე საქართველოსთვის. კურკოვანი ხილის და ყურძნის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია, საშუალებას მისცემს ფერმერებს აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეინახონ მაქსიმალური დროით , მინიმალური დანაკარგებით და მოახდინონ რეალიზაცია ზამთრის პერიოდში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მათ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

აღნიშნული მისიის შესრულება მოიცავს რამდენიმე მიზანს, კერძოდ:

1. კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა-განახლება(კოლექცია)

2. კარტოფილის ტუბერიზაცია in vitro პირობებში და მიკროტუბერების გატანა ღია გრუნტში ელიტური თესლის მიღების მიზნით და კაკლის in vitro მცენარეების მიღება

3. ნიადაგის და ბოსტნეული კულტურების ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის და ფუნგიციდის მოქმედების შედარებითი შესწავლა მცენარისა და ნიადაგისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად.

4. სამკურნალო, არომატული, თაფლოვან, საღებავ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება- მდგრადი ამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში

5. კურკოვანი, კენკროვანი ხილის, სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, ბიოქიმიური კვლევა.

მოგვწერეთ