საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N#58 დად­გე­­ნილებით ,,სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევით დაწესებუ­ლე­ბათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შე­სახებ“ ინსტი­ტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის # 210 დადგენილებით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი რეორ­გა­ნიზებული იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად როგორც დამოუკიდებელი სანეც­ნი­ე­რო-კვლევითი ინსტიტუტი.
ინსტიტუტი ახორციელებს ფუნ­და­მენტური და გამოყე­ნე­ბი­თი ხასიათის გამოკვლევებს მეტეო­როლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის), აგრომეტეოროლოგიის, ჰიდ­რო­ლოგიის (ჰიდრო­სფეროს ფიზიკის), კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭ­ყი­ა­ნების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლას, ატმოს­ფე­რული პროცესების რეგულირებას, საშიში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური მოვლენების კვლევასა და მათთან ბრძოლის მეთოდების დამუშავებას.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური საპროგნოზო მეთოდების და მოდელების შექმნა/დამუშავება;
სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (წყალდიდობის, ღვარცოფების, თოვლის ზვავების, ქარიშხლების, სეტყვის, გვალვის, თავსხმა წვიმის და სხვ.) შესწავლა;
ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შეფასება და რისკების გავრცელების ზონირება;
კლიმატური, აგროკლიმატური და განახლებადი ენერგეტიკული რესურსების (წყლის, ქარის, მზის რადიაციის) პოტენციალის შეფასება;
კლიმატის თანამედროვე ცვლილების და მისი გავლენის შეფასება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებზე;
ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტორებისა და ანთროპოგენული გავლენის ანალიზი ბუნებრივ გარემოზე და კლიმატზე;
რეკომენდაციების შემუშავება გარემოზე ხელოვნური ზემოქმედების მავნე გავლენის შესამცირებლად;
ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით გარემოს (ატმოსფერო, ნიადაგი, წყალი) ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაჭუჭყიანების ხარისხის შესწავლა, მისი შედეგების შეფასება და პროგნოზირება;
დედამიწის სადამკვირვებლო მისიის თანამგზავრების ინფორმაციის გამოყენება ამინდის და კლიმატის კვლევაში;
ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების რეგულირების მულტიდისციპლინარული მეთოდების/მოდელების დამუშავება – დანერგვა.

მოგვწერეთ