„ტექინფორმის“ მისიაა ქვეყნის სამეცნიერო და საინოვაციო R&D-სისტემის მართვის და განვითარების ინფორმაციული უზრუნველყოფის სფეროში მთავრობის მრჩეველისა და სისტემის არსებული მდგომარეობის მონიტორის ფუნქციების წარმართვა. ამ მისიის შესრულებას საფუძვლად უდევს OECD-ის (The Organization for Economic Co-operation and Development) დოქტრინა, რომელიც ცალსახად აღნიშნავს R&D სისტემის მნიშვნელობას ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისა და R&D სფეროს ეფექტიანი მენეჯმენტის მიზნებისათვის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფის, მართვის და ანალიტიკური მიმართულებებით წარმოებული კვლევების საფუძველზე.
OECD-ის დოქტრინის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ტექინფორმის მისიის შესაბამისი იმ ძირითადი ამოცანების ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტა „ტექინფორმს“ საშუალებას აძლევს, აღასრულოს თავისი მისია.
ქვემოთ მოყვანილია ტექინფორმის მიზნები და ამოცანები:
- საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მის დანერგვაში მონაწილეობა;
- ქვეყნის საინფორმაციო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების, საინფორმაციო კომუნიკაციის განვითარებისა და სრულყოფის, საინფორმაციო მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებაში ხელშეწყობა;
- მონაწილეობა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროს, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო პოლიტიკის საკითხებზე სამთავრობო და საუწყებო გადაწყვეტილებების მომზადებაში;
- სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების, აგრეთვე მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;
- ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით;
- ყველა სახის სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო წყაროების, ელ. ფონდის შექმნა, სამეცნიერო პროდუქციის გავრცელება;
- ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სემინარების, კონფერენციების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩატარება;
- ქვეყნის სამეცნიერო სფეროებში დასაქმებული სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალის ასაკობრივი მდგომარეობის გამოვლენა და ახალგაზრდა მეცნიერთა დასაქმების ხელშემწყობი პირობების განსაზღვრა;
- სამეცნიერო პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობა – საინფორმაციო სფეროს სპეციალისტების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.
- მონაცემთა მოპოვება სხვა ქვეყნებში კვლევების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში არსებული აქტივობისა და ძირითადი ტრენდების შესახებ;
- მონაცემთა ანალიზი კვლევებისა და ტექნოლოგიების წვლილის შესახებ ეკონომიკურ განვითარებაში, სოციალურ ცვლილებებში, ეროვნულ უსაფრთხოებაში, საერთაშორისო კოოპერაციაში და ა.შ.;
- მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს ინოვაციური მდგომარეობის და შესაძლებლობების შედარებითი ანალიზი;
- საქართველოს სამეცნიერო-პერიოდული გამოცემების ანალიზი;
- აგრარული სფეროს საინფორმაციო-ანალიზური სისტემის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შემუშვება;
- საქართველოს მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობის შეფასებისა და პერსპექტიული განვითარებისათვის მეცნიერებათმზომელობის მაჩვენებლების გაანგარიშების და შეფასების მეთოდების შერჩევა და გამოყენება.