ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი დაარსდა 1956 წელს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წიაღში და დამო- უკიდებელ დაწესებულებად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის სახელწოდებით, გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზი- დიუმის 1956 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოქმი No21, $1). 1977 წელს ინსტიტუტს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის სა- ხელი. 1982 წლის 26 იანვარს გამოთვლითი მათემატიკის განვითარებისა და გამოთ- ვლითი ტექნიკის ფართოდ გამოყენებაში დიდი დამსახურებისათვის, მაღალკვალი- ფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის და დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი ცენტრი დაჯილდოვ- და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1983 წლის 7 ივლისის No295 დადგენილებით გამოთვლითი ცენტრი გადაკეთდა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტად. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის No58 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის No185 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერ- სიტეტის სტრუქტურულ ერთეულად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინს- ტიტუტის სახით.

ინსტიტუტის მისია და დანიშნულება სხვადასხვა სირთულის სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების შესრულებაა, რაც ინსტიტუტის ინტელექტუალური რესურსების ეფექტურ გამოყენებას ეფუძნება. ინსტიტუტის მიზანია სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დამკვეთებისთვის განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, მათ შორის სამეცნიერო პროექტები ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტების საფუძველზე. ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია წინა თაობის მეცნიერთა მიერ დამკვიდრებული ტრადიციების დაცვა. ინსტიტუტი თავის მისიას ხედავს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის როლის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში. დასახული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი შეისწავლის და წყვეტს შემდეგ ამოცანებს: – მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებითი ამოცანები, მონაცემთა ანალიზი (გარემოს, სოფლის მეურნეობის, მედიცინის), მათემატიკური მოდელირება და იმიტაცია, ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება, სისტემური ანალიზი (გარემოს, წყლის დაბინძურება); – რიცხვითი ამოხსნის მეთოდების დამუშავება საინჟინრო მექანიკის ამოცანებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა კონსტრუქციებისა და მოწყობილობების რღვევის გამომწვევი დეფორმაციების განსაზღვრასთან; – პარალელური ალგორითმების აგება, შესაბამისი პროგრამების შექმნა, მათი გამოკვლევა და რეალიზაცია პარალელურ გამოთვლით სისტემაზე; – სოციალური, ეკონომიკური და მათემატიკური ფიზიკის ამოცანების მათემატიკური მოდელირება და შესაბამისი გამოთვლითი მეთოდებისა და ოპტიმალური ალგორითმების დამუშავება; – ალბათური ზომები და შემთხვევითი მიმდევრობები ტოპოლოგიურ ვექტორულ სივრცეებში და ტოპოლოგიურ ჯგუფებში; ვექტორთა კომპაქტური შეჯამება და მისი გამოყენე¬ბე¬ბი; – კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალების აპროქსიმაციის სქემები და მათი გამოყენება როგორც ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანების, ასევე დრეკადობის თეორიის, ბირთვული ფიზიკის და სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ამოცანების რიცხვით რეალიზაციაში; – დირიხლეს განზოგადებული ჰარმონიული სამგანზომილებიანი ამოცანების მიახლოებითი ამოხსნის საკითხის შესწავლა ერთი ან რამდენიმე ზედაპირით შემოსაზღვრული სასრული და უსასრულო არეების შემთხვევაში; – ბრუნვითი გარსების გათვლებთან დაკავშირებული ამოცანების შესწავლა და ამოხსნა.

მოგვწერეთ