ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემწავლელი ცენტრი წარმოადგენს ერთადერთ საინჟინრო-ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო დაწესებულებას ქვეყანაში, რომლის მისიაა სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული, ენერგეტიკული (სათბობ-ენერგეტიკული, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმული ენერგია), საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული და სხვ.) სისტემური კვლევა, საწარმოო ძალთა მდგრადი განვითარების რეგიონული და დარგობრივი პრობლემების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

ცენტრის ამოცანებია:

  • საქართველოს ბუნებრივი რესურსების კვლევა – მისი პოტენციალის განსაზღვრა-შეფასება, რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებების დინამიკის შესწავლა.
  • საქართველოს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი და სტრუქტურული პარამეტრების დინამიკის, დემოგრაფიული პოტენციალის კვლავწარმოების პრობლემების, შრომითი რესურსების ფორმირების თავისებურებათა და რესურსებით ეროვნული მეურნეობის  უზრუნველყოფის საკითხების შესწავლა.
  • ცენტრის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებისა და სხვა ობიექტური მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზების შექმნა და პერმანენტული განახლება.
  • ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გათვალისწინებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე მისი ცალკეული მხარეების/რეგიონების მიხედვით, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
  • საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესახებ არსებული ცოდნის ინტეგრირება სასწავლო კურსების სახით სხვადასხვა საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში.
  • დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის შედეგად ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის უზრუნველყოფის საქმეში სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 37-ე მუხლებით სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგნადაა აღიარებული.
მოგვწერეთ