სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი დაარსდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს კოლეგიის 1991 წლის 8 ნოემბრის დადგენილებისა და ამავე წლის 23 ნოემბრის მინისტრის N33 ბრძანების საფუძველზე. ცენტრის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებს წარმოადგენს:
1. მასალათმცოდნეობა:
1.1 მაღალტემპერატურული მასალები;
ცენტრში კვლევის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს მაღალტემპერატურული მასალების განვითარება და კვლევა. აღნიშნული მიმართულებით ექსპერიმენტები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად ტარდება. ჩვენი ჯგუფი მკვლევართა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება ვინც საქართველოში მაღალტემპერატურულად მედეგი მასალების კვლევაში არიან ჩართულნი. მაღალტემპერატურული მასალების კვლევის მიმართულებით, ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები გამოქვეყნებულია და მოხსენებები წარდგენილია საერთაშორისო-სამეცნიერო ღონისძიებებში. 1.2 მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალები;
მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების კვლევა სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის ცენტრში მიმდინარეობს 2000 წლიდან. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია მრავალ საერთაშორისო ჟურნალში. ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით შესრულდა არა ერთი საერთაშორისო პროექტი.
ცენტრის თანამშრომლებმა გააღრმავეს ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან და მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. 2. რობოტოტექნიკა, სენსორული ტექნიკა.
2.1. სპეციალური დანიშნულების დისტანციურად მართვადი რობოტი;