საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების განხორციელება წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვისა და მელიორაციის მიმართულებით. ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ამჟამად მუშაობს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებზე:

• წყლის წესურსების უსაფრთხოება და ინტეგრირებული მართვა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით;
• ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და კონტროლი;
• მელიორაციის თანამედროვე პრობლემების კვლევა;
• ზღვისა და წყალსაცავების პრობლემების პროგნოზი;
• ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობა და რისკი;
• სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეროზიული პროცესების კვლევა.

ინსტიტუტში 2020-2025 წლებში მუშავდება პროგრამული დაფინანსების თემა “წყლის რესურსების უსაფრთხოება და ინტეგრირებული მართვა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“. კვლევები ხორციელდება როგორც ინსტიტუტის ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში, ასევე ბუნებრივ ლანდშაფტებში.
ამჟამად ინსტიტუტის მიზანი და მისიაა: – ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ეროზიული პროცესების) საანგარიშო მეთოდების შემუშავება და მათი საწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება;
– ზღვისა და წყალსაცავების სენსიტიური სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი ინოვაციური ტალღაჩამქრობი კონსტრუქციების შემუშავება;
– წყალსაცავების ფსკერზე ნატანის რაოდენობისა და აბრაზიული ნაპირების გადამუშავების შეფასება და პროგნოზირება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით;
– ფერდობების ეროზიის საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკური და ბიოსაინჟინრო ინოვაციური ღონისძიებების დამუშავება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით;
– ჰიდრომელიორაციის მიმართულებით სასწავლო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო მეთოდური ლიტერატურის დამუშავება და პროფესიული განათლების ამაღლება;
– წყლისა და ნიადაგის ბუნებრივი რესურსების კადასტრის დამუშავება ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვისთვის;
– საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო პროექტების დამუშავება გარემოს უსაფრთხოების, ბუნებრივი კატასტროფების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიმართულებით;
– ეროვნული, ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადება ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების ჩართულობით;
– სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება;
– საქართველოს მთის ლანდშაფტებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გარემოსდამცავი ნაგებობების დაპროექტებისათვის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადება;
– საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადებისა და განხორციელებაში;
– ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე საგრანტო და ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების მომზადება და კომერციალიზაცია;
ინსტიტუტი 1934 წლიდან ყოველწლიურად გამოსცემს სამეცნიერო შრომათა კრებულებს; ხოლო 2011 წლიდან ინსტიტუტის მიერ დაფუძნებული და ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულებს, რომელთაც გააჩნიათ ISSN და DOI.

მოგვწერეთ