„შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – გაიმართა.
ლექციის მიზანი სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის თანამედროვე სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა და სტუდენტებს სპიკერები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები – ელეონორა ლომინეიშვილი და ასოცირებული პროფესორი ირმა გელანტია-ახვლედიანი, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო რევიშვილი წარუდგინა.
ვიცე-რექტორის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო ლექციები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-პროფესიული პლატფორმაა, რომელიც სტუდენტების აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მმართველობითი გარემოს პირობებში, სადაც შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემები ორგანიზაციული მდგრადობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმად გვევლინება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო სექტორის პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებსა და რისკებზე დაფუძნებული მართვის თანამედროვე მიდგომებს. აღნიშნული საჯარო ლექცია ნათლად წარმოაჩენს შიდა კონტროლის სისტემების როლს არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვაში, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და კორუფციული რისკების პრევენციაში. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროების მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსებისგან სტუდენტებისთვის გაზიარებული როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღვივებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
საჯარო ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის სისტემის არსს, მათ შორის კორუფციული რისკების იდენტიფიკაციისა და პრევენციის მექანიზმებს.
მომხსენებლებმა განმარტეს, რომ შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი განკარგვის პროცესში.
სპიკერებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს პრაქტიკასთან და იმ როლზე, რომელსაც შიდა აუდიტი ასრულებს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში. აღინიშნა, რომ შიდა კონტროლის მექანიზმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კონტროლით და მოიცავს ოპერაციული პროცესების ეფექტიანობას, შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შინაარსის აკადემიური და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას.
დეკანის თქმით, მსგავსი მიდგომა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიისა და განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ახალგაზრდებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები შიდა კონტროლის სისტემების თანამედროვე მოდელების, მათი ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების, ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობისა და ორგანიზაციული შედეგიანობის უზრუნველყოფის გზების შესახებ.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...
